ჭერი კიდევ ერთ ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში ჩამოინგრა

სოფელ ზემო ბოდბეში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა.  ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სოფელ ზემო ბოდბეში მდებარე საბავშვი ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაო 2016 წელს განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4000 ლარამდე თანხა დაიხარჯა. ზარალი 1000 ლარამდეა.

არსებული ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც სამუშაო შეასრულა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შვილს ეკუთვნის.

ცნობისთვის: ჭერი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღშიც ჩამოინგრა. ორივე შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp