არაუფლებამოსილი პირის მიერ შშმ პირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა იზრდება

არაუფლებამოსილი პირის მიერ შშმ პირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა იზრდება. 

კერძოდ, პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, შშმ პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკიერებისას 10 ლარიანი ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა. 

ჯარიმა გავრცელდება როგორც დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp