„სააკაშვილი დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს!“

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი იმედოვნებს, რომ უკრაიონის შემდეგ სააკაშვილი საქართველოშიც შეძლებს დაბრუნებას.

“საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად.

ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! მანამდე, ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მანდატი ოპოზიციონერის ხელში გადავა – შალვა შავგულიძეს მეც წარმატებას ვუსურვებ 9 ივნისს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში” – წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა აღუდგინა. იგი უკრაინაში ჩასვლას დღეს გეგმავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp