„მე არ ვეძებ თანამდებობას, მინდა, უკრაინისთვის გარღვევა მოვახდინოთ“

საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი უკრაინაში საქმის საკეთებლად ჩავიდა და არა იმისათვის, რომ ვინმეს სამაგიერო გადაუხადოს.  

„მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე და არა იმისათვის, რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. მე ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ არ მომცეს ბოლომდე ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება. მინდა, მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში. ჩვენ არ გვაქვს დრო ვიცადოთ 50 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინას ყველაფერი გამოუვა... მინდა, ყველას საყურადღებოდ ვთქვა, მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი პოლიტიკაში, ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი გუბერნატორი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის უკრაინაში, თუმცა მე არაფერი მიშოვია სახელის გარდა. მე არ ვეძებ თანამდებობას, მინდა, თქვენთან ერთად მოვახდინო გარღვევა უკრაინისთვის", – მიმართა სააკაშვილმა სააკაშვილმა „ბორსპოლის“ აეროპორტში შეკრებილ მხარდამჭერებს.

ამასთან, სააკაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. მან ამ ნაბიჯით აჩვენა, რომ ის არის მზად, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, რომ ის არის დამოუკიდებელი მოთამაშე, რომ მას არავინ მართავს, რომ ხალხმა მისცა ხმა ოლიგარქიულ სისტემის დემონტაჟს და ხალხმა ზელენსკის მხარდაჭერით, ხმა მისცა უკრაინის მომავალს. დღეს დგას უკრაინისათვის ისტორიული შანსი ჰყავდეს ასეთი პრეზიდენტი. მე ვიქნები თქვენთან ერთად და მე დაგეხმარებით ყველაფერში თქვენ“, – მიმართა სააკაშვილმა „მხარდამჭერებს.

მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა დარჩა, "სადაც არ უშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდება".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა