ადვოკატი: "სამწუხაროდ, სააკაშვილი უკრაინაში არჩევითი თანამდებობის დაკავებას ვერ შეძლებს"

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის რადაში კენჭისყრას ვერ შეძლებს,– ამის შესახებ სააკაშვილის ყოფილმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს. 

„კანონის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი რადას დეპუტატად კენჭს ვერ იყრის. არსებობს კანონის შეზღუდვა. რაც შეეხება დანიშვნას, აქ ასეთი შეზღუდვები არ არის. ამიტომ, ისეთი თანამდებობები როგორიცაა პრემიერ-მინისტრი, მინისტრი ან გენერალური პროკურორი – ეს რეალურია“, – განაცხადა უკრაინულ მედიასთან საუბარში ჩერნოლუცკიმ.

28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში დღეს ჩავიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp