თბილისის ნაწილს 30 მაისს წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მთაწმინდის რაიონში, ხიდის ქუჩის პირველი ნომრის მიმდებარედ, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში დედაენის პარკს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp