ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

პატიმრობაში მყოფი „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს,– ამის შესახებ ინფორმაციას „ვიკილიქსის“ ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი ცნობით, ეკვადორის საელჩოში გატარებული შვიდი წელი ასანჟის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.

„ვიკილიქსის დამფუძნებელმა ციხეში ყოფნისას მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ასანჟი ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- აღნიშნულია „ვიკილიქსის“ განცხადებაში.

ჯულიან ასანჟის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო სხდომა ლონდონში დღეს არის დაგეგმილი. ჰაკერის გადაცემას აშშ-მა ითხოვა. ასანჟს აშშ-ის თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების გამოქვეყნებაში ადანაშაულებენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp