დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი მინიმუმ, სამი თვით გადაიკეტა. მიზეზი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოა.

დაგეგმილია ასფალტის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, ასევე შეიცვლება განათება. რეაბილიტაციის პროცესში სპეციალურ რეჟიმში იმოძრავებენ ავტომანქანები.

პირველ ეტაპზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე შეიზღუდება. დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

როგორ შეიცვლება სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს აღწერილია მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp