საქართველოდან ესპანეთში წასული 11 ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება

საქართველოდან ესპანეთში წასული 11 ოჯახი დღეიდან ღია ცის ქვეშ რჩება. ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის შენობიდან გუშინ გამოსახლებული ქართველი ოჯახები მოლაპარაკებების შემდეგ ჰოსტელში მხოლოდ ერთი დღით დატოვეს.

ისინი ესპანეთში თავშესაფრის მიღებას ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს კონსული ბარსელონაში. არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ქვეყნის დატოვება აიძულონ.

„მოხდა გამოსახლება, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეხვედრა მქონდა როგორც საემიგრაციო ცენტრის წარმომადგენლებთან, წითელ ჯვართან, ქალაქის მმართველობასთან, რა თქმა უნდა იქ ვიყავი, არის 11 ოჯახი  მათ შორის არის 19 არასრულწლოვანი, თავის დრო როცა მოვა გამოვლენ ინტერვიუზე და გადაწყვეტს მადრიდი მისცემენ თუ არა თავშესაფარს, მანამდე მათ თავის თავს უნდა მიხედონ,“-აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ბარსელონაში ქეთი გოგოლაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია