„ცხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის“ წარმომადგენლებმა ახალი ათონის მონასტრის დაცლა მოითხოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ე.წ. „წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს დოკუმნეტი, რომელიც, მათი მტკიცებით, მიტროპოლიის ხელმძღვანელ არქიმანდრიტ დოროთეს (დბარი) „ცხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის“ (აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოიხსენიება) წარმომადგენლებმა გადასცეს.

„ამ დოკუმენტის შინაარსი კიდევ ერთხელ ახდენს აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს იმ მცდელობების ნიველირებას, რომელიც უთანხმოების დაძლევასა და აფხაზ სასულიერო პირებს შორის ძმური ქრისტიანული ურთიერთობების აღდგენაზეა მიმართული“, – აცხადებენ „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიაში“.

მისივე ინფორმაციით, დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია:

„თქვენს არსურვილთან დაკავშირებით, მოინანიოთ და დაუბრნდეთ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს, გადავწყვიტეთ, დავაყენოთ საკითხი თქვენს მიერ ახალი ათონის მონასტრის დატოვების თაობაზე, ვინაიდან ის თქვენ არ გეკუთვნით. გვსურს, შეგახსენოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი უვადო სარგებლობაში აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. ყოველივე ზემოთთქმულის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენებთ პრეზიდნტ რაულ ხაჯიმბასაც“.

აღნიშნული განცხადება იქცა პასუხად „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ საბჭოს გადაწყვეტილებაზე, უარეყო „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიის“ წინადადება სამონასტრო კომპლექსში განცალკევებულად მსახურების შესახებ.

„თუ ცხუმ–ბიჭვინთის ეპარქიის სასულიერო პირებს სურთ, ჩვენთან ერთად იმსახურონ ახალი ათონის მონასტერში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა ისინი ყოველთვის ახდენდნენ ამის კონსტატაციას და ბოლო შეხვედრაზეც გაიმეორეს, რომ ერთობლივად ვერ იმსახურებენ იმის გამო, რომ მე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ვარ განკვეთილი. მათთვის ეს წინაღობას წარმოადგენს“, – ასე განუმარტა „ეხო კავკაზას“ საბჭოს გადაწყვეტილება არქიმანდრიტმა დოროთემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა