რა შემთხვევაში აღადგენს გორის მერი სტალინის ძეგლს

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ თუ მოსახლეობის უმრავლესობა ძეგლის დადგმას მოსთხოვს და მას ამას კანონიც დაავალდებულებს, მერი მოთხოვნას შეასრულებს,– ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

“თუ ნება იქნება მოსახლეობის, თუ კანონის მიხედვით დამევალება, რომ ძეგლი უნდა დავდგა, მე უფლება არ მაქვს, რომ მოსახლეობის სურვილი არ აღვასრულო. მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ ეს ძეგლი მუზეუმს გადაეცემა როგორც ექსპონატი და მუზეუმის ხელმძღვანელობამ დადგას ეს ძეგლი. თუ გადმოგვეცემა მუზეუმი, მერე უკვე სხვანაირად შეიძლება ამ საკითხზე საუბარი”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ცნობისთვის: გორში სტალინის ძეგლი 2010 წელს აიღეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp