ადვოკატი: „იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი ცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან“

ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით, იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი ცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან.

 როგორც ქართველი პატიმრის ადვოკატმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, 32 წლის ანტონ ჭელიძეს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია.

"ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, მოხდა წამება, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასაჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის, ოღონდ ღირსება დაიცვას არაადამიანური წამების მსხვერპლია არაბული წარმომავლობის პატიმრებისგან და ციხის თანამშრომლებისგან. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობაც სცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი", - განაცხადა ადვოკატმა.

პატიმრის უფლებას ასევე იცავს "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტის" ადვოკატი მარი ლევიძე. მისი თქმით, საქმის შესახებ ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საპარლამენტო მდივანი. ისინი მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს დროულად მოხდეს რეაგირება, რათა შეწყდეს პატიმრის წამება. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp