შსს – თებერვალში ევროკავშირში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი ქართველებს საფრანგეთისა და იტალიის მესაზღვრეებმა უთხრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, ევროკავშირში საქართველოს 231 მოქალაქე არ შეუშვეს. ყველაზე მეტი უარი ქართველებს საფრანგეთის, იტალიის,  კვიპროსის და პოლონეთის მესაზღვრეებმა უთხრეს:

საფრანგეთი - გაემგზავრა - 1445; უარი ეთქვა - 37;

იტალია - გაემგზავრა 2594, უარი ეთქვა - 34;

კვიპროსი - გაემგზავრა - 830; უარი ეთქვა - 33;

პოლონეთი - გაემგზავრა - 3198; უარი ეთქვა - 30; 

საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე თებერვალში არც ერთი უარი არ უთქვამთ ბელგიის (გაემგზავრა 218), რუმინეთის (გაემგზავრა - 119), შვეიცარიის (გაემგზავრა - 3) და სლოვენიის (გაემგზავრა - 7) მესაზღვრეებს.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp