ბათუმის ვიცე-მერი და განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე დააკავეს, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

მისივე ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება მერიის ფინანსების განკარგვას. 

აჭარის მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი 17:00 საათზე ჩაინიშნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp