ხაზარაძის მიმოწერის საქმე და პროკურატურა, როგორც «ნეიტრონული ბომბი საქართველოს ყველა მოქალაქის თავზე»

მართალია, 4 მარტს საქართველოს პარლამენტში TBC ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მოსმენისას არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა, თუმცა საზოგადოების ყურადღება, არცთუ დაუმსახურებლად, მთლიანად მიპყრო ე.წ. „გახარიას წერილის“ თემამ. მას შემდეგ საზოგადოება არკვევს, რეალურად არსებობს თუ არა შს მინისტრის წერილი და თუ კი, რა წერია მასში. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მოვლენათა ქრონოლოგიაა საინტერესო: ხაზარაძემ ჯერ თქვა, რომ მიიღო მუქარის წერილი, შემდეგ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ დააზუსტა, რომ მუქარის ავტორი შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომელიც «გარკვეული დავალების შესრულებას» მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხაზარაძეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე რეპუტაციის განადგურებითემუქრებოდა და რომ მუქარის შესახებ ხაზარაძემ გამოკითხვისას პროკურორებსა და მოსამართლეს ამცნო, თუმცა მათ კითხვები არ გასჩენიათ. ხაზარაძემ ისიც თქვა, რომ გამოკითხვისას უშუალოდ გიორგი გახარია არ უხსენებია. იმავე საღამოს პროკურატურა თავის დაცვას შეეცადა, ხაზარაძე სიცრუეში დაადანაშაულა და „დასტურად“ მისი ჩვენების ოქმიდან ამონარიდიც გაავრცელა:

ჩემი ღრმა რწმენითღრმა რწმენით არაასე ვთქვათ, ვარაუდს გამოვთქვამრომ ეროვნული ბანკისპრეზიდენტის წერილირომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამესჩვენი იმიჯისსაერთაშორისო შელახვასრაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებასამას ვაცხადებმთელი კატეგორიულობითმსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება, მე ამწერილს გავასაჯაროებთუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით“.

აქ ხაზარაძე „მსგავს წერილ“ ახსენ, თუმცა პროკურორებსა და მოსამართლეს გამოკითხვისას ამასთან დაკავშირებით კითხვები რატომღაც არ გასჩენიათ. 4 მარტის ხმაურიანი საპარლამენტო გამოსვლის შემდეგიგი გამოკითხვაზე ისევ დაიბარეს. ხაზარაძეს წერილის შინაარსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში მუწოდებია, უბრალოდ თქვა, რომ წერილის ასლი გადაეცა სასამართლოს, ხოლო დედანი „გადაგზავნილია ლონდონში“. მან ისიც აღნიშნა, რომ «კიდევ ერთხელ იხილა საბჭოთა მენტალობის პროკურატურა».

ამას მოჰყვა პროკურორის განცხადება, რომლის შინაარსიც და ტონიც მსმენელს აშკარად უქმნიდა წინასწარგანწყობას:

მამუკა ხაზარაძემ განმარტარომ ეს წერილი მას მიაწოდა შუამავალმამას გააჩნია ვალდებულება,დაასახელოს შუამავლის ვინაობა [მოგვიანებით ხაზარაძის ადვოკატმა თქვა, რომ შუამავალი როგორც გახარიასთვის, ისე ხაზარაძისთვის უცხო პირი არაა და მისი ვინაობა იმიტომ არ დასახელდა, რომ ეს საკითხი „შუამავალთან“ შეთანხმებული არაა]ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო ის არ ასახელებსშუამავალს.  შესაბამისადშეგვიძლიავთქვათრომ კომპიუტერზე აკრეფილ ტექსტსმაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვსჩვენ ჩავატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებასროდესაცმივიღებთ ამ წერილს სასამართლოდან, ჩვენ დავგეგმავთ საგამოძიებო მოქმედებებს“.

ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე კი ირწმუნება, რომ პროკურატურა ჭეშმარიტების გარკვევით სულაც არ იყო მოტივირებული:

მთელი დაკითხვის პროცესში მეც დამრჩა შთაბეჭდილება და ამ შემთხვევაში მამუკას აზრსაცგიზიარებთრომ მიზანი ის კი არ იყოვინმეს დაედგინა, ეს ფაქტი მოხდა თუ არაარამედ ისრომრამენაირად დაედასტურებინათრომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონიასწორედ ამას მოჰყვა მამუკასგანრეაქცია.

ამასთან,“აქცენტმა“ გარკვია, რომ მუქარის ეპიზოდი საქმიდან ცალკე ნაწილად გამოყოფილი არ არის და საგამოძიებო მოქმედებები TBC–ს საერთო საქმის ფარგლებში მიმდინარეობს.

რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში კონკრეტულად ამ ეპიზოდისადმი პროკურატურის დამოკიდებულება და ტოვებს თუ არა ის გამოძიების ობიექტურად დასრულების იმედს? - ამ საკითხებზე„აქცენტი“ არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტიაღმასრულებელდირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.


პროკურორ ტყეშელაშვილის კომენტარის, მისი განწყობის და ტონალობის მიხედვით დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ პროკურატურას მიუკერძოებლობაზე პრეტენზია ვერ ექნება. პროკურატურა უკვე ავლენს წინასწარ განწყობას. თანაც, ჩვენ უახლეს ისტორიაშივე გვაქვს გამცდილება, როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობის პირები მაშინაც კი არ ყოფილან მიცემულები პასუხიგებაში, როდესაც კორუფციისა და დანაშაულის აშკარა ნიშნები იყო სახეზე“ ამბობს ლია მუხაშავრია.

როგორც იურისტი განმარტავს, ხაზარაძის განცხადება სამი დანაშაულებრივი ელემენტისგან შედგება:

ქვეყნის უმსხვილესი ბანკის დამფუძნებელი და მისი უმსხვილესი აქციონერი აცხადებს, რომ მას შს მინისტრი ემუქრებოდა და ეს მუქარა დაკავშირებული იყო საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა მოსყიდვის საბანკო გარიგებასთან. სამი ელემენტი ერთადაა თავმოყრილი: კორუფცია, არჩევნების გაყალბება და იმავდროულად, ძალიან მაღალი თანამდებობის პირის მხიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება. ეს მოვლენები საშიშია უშუალოდ სახელმწიფოსთვისაც, რადგან საქმე ეხება ანაკლიის პორტსაც, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ანაკლია არა მხოლოდ პორტი, არამედ, ჩემი აზრით, საქართველოს მომავლის საკითხია. შეილება, ანაკლიის პროექტის ჩაგდებამ ან განუსაზღვრელი ვადით გადავადებამ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება საერთოდ შეცვალოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს მოვლენები საშიშია საქართველოში ნებისმიერი ბიზნესისთვის, საინვესტიციო გარემოსთვის და რიგითი მოქალაქისთვის. წარმოიდგინეთ, თუ მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] შეუძლიათ, ხაზარაძეს დაემუქრონ და აიძულონ, დაბალი შესაძლებლობებისა და სხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეებმა რა უნდა იფიქრონ?!“.

იურისტის შეფასებით, კონკეტულ საქმესთან მიმართებაში პროკურატურის ქმედებები კრიტიკას ვერ უძლებს:

როდესაც მათ სჭირდებათ, ამბობენ, «გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლოაო» და სიტყვას ვერ ათქმევინებ, რომ გაიგო, რეალურად რა ხდება, ხოლო როცა თავად სჭირდებათ, ისე, რომ ბრალდებული არ ჰყავთ და უბრალოდ საქმეა აღძრული, ასახელებენ ადამიანებს... ასეთი ბრალდებით გამოდიხარ ისე, რომ ბრალი არ გაქვს წარდგენილი, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, მნიშვნელოვანი პერსონები დაკითხული, - ეს ხომ აშკარა მიზანმიმართული კამანიაა, საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების სრულიად ბოროტად გამოყენების პოლიტიკა! ამისთვის, სულ მცირე, ვიღაც უნდა დაისაჯოს. უფრო სერიოზულად რომ არ იქცევიან, ეს ჩვენი ბრალია, რადგან ჩვენ ასეთი უპასუხისმგებლობისთვის პასუხი არ მოგვითხოვია. ახლა მაინც მოვთხოვოთ!“.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მუქარის ეპიზოდი ცალკე საქმედ არ არის გამოყოფილი, როგორც მუხაშავრია აცხადებს, „ის,თუ როგორ მოქმედებს პროკურატურა პროცედურულად, არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს»:

«მაგალითად, აგვისტოს ომის საქმე მხოლოდ ერთია, ყოველ შემთხვევაში, იყო ყველა თავისი ეპიზოდით: საჰაერო დაბომბვით, მკვლელობებით, ტყვეობით, წამებით და ა.შ. ეს ყველაფერი აქამდე ერთი საქმის ქვეშ იძიებოდა. როდესაც ომის საქმეზე ასეთია პროცედურული დამოკიდებულება, რა გვიკვირს?! ვფიქრობ, პროკურატურა საყოველთაო ნეიტრონული ბომბია საქართველოს ყველა მოქალაქის თავზე: სულ ერთი საქმეა, საიდანაც რომელიღაც ეპიზოდს ამოიღებენ და ვიღაცის მიმართ დაიწყებენ კამპანიას“.

იურისტის შეფასებით, აქ „საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე» და ჭეშმარიტების დასადგენად ოპტიმალურვარიანტ საგამოძიებო კომისიის შექმნა:

პროკურატურის და სასამართლოს დაჩქარებული პროცედურა მაშინ, როდესაც პარლამენტში საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივა გაჟღერდა, ფაცი-ფუცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ მე, როგორც იურისტი და მოქალაქე, მივენდობოდი საპარლამენტო საგამოძიებო კომისის, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ პარლამენტარები არ შევიდოდნენ. საკომიტეტო მოსმენაზე კითხვებისა და კომენტარების მიხედვით კარგად შეიძლებოდა იმის ამოცნობა, საკითხისადმი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მმართველ პარტიას, როგორი – ოპოზიციას. იმისთვის, რომ საპარლმენტო საგამოძიებო კომისიამ მეტი საზოგადოებრივი ნდობა მოიპოვოს, მასში უნდა შევიდნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობენ. ხორავას ქუჩის მკვლელობების საქმეზეც შეიქმნა კომისია, მაგრამ მას ის შედეგი არ მოუტანია, რისი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა. მართალია, ის ძალიან მძიმე შემთხვვაა, ტრაგედია, მაგრამ სახელმწიფოებრივად ეს [ხაზარაძის საქმე] უფრო საშიში მოვლენაა“.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp