"რუსეთი ოკუპანტია" – თბილისის მეტროში ახალი "სტიკერები" გამოჩნდა

"რუსეთი ოკუპანტია" – თბილისის მეტროში მსგავსი შინაარსის სტიკერები გამოჩნდა. კამპანიის ავტორი ანტისაოკუპაციო მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" აქტივისტები არიან. 

როგორც აქტივისტები "აქცენტთან" საუბრისას აცხადებენ, მიზანი ქალაქის სტუმრებისთვის რუსეთის ქმედებების შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდებაა.  

"ეს არის სოციალური კამპანია და მისი მიზანია – ჩვენი ხმა მსოფლიოს! ყველას გავაგებინოთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი! ტურისტული სეზონი აქტიურდება და შეძლებისდაგვარად, ყველას უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ეს განსაკუთრებით უნდა იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომლებიც საკმაოდ მრავლად გვხვდებიან თბილისში და არა მარტო. ისინი ამ სტიკერებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა ხედავდნენ. უნდა ხედავდნენ, რომ რეალურად, საქართველოს თავმოყვარეობა აქვს და ოკუპაციას არასდროს შეეგუება. გარდა ამისა, უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან, რას ნიშნავს ეს "სტიკერი". ჩვენ მათ ვუხსნით, რომ საქართველოს 20% დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს კამპანია ჰიბრიდული ომის ნაწილია, ძალიან გავრცელდა და ხელს უწყობს ადამიანებამდე იმ ინფორმაციის მიტანას, რომ რუსული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია",– უთხრა "აქცენტს" მოძრაობის აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა. 

მისივე თქმით, მგზავრები დღეს მგზავრები "სტიკერების" პროცესს ინტერესით შეხვდნენ:  

"გვთხოვეს სტიკერები, ფოტოებიც გადაიღეს".  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"