ბაქო: აზერბაიჯანელი სამხედრო სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა

აზერბაიჯანის აღდამის რაიონში აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცი სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ინციდენტი ბაქოში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტის დროს მოხდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება დეზინფორმაციაში უწოდებს. 

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp