აშშ-მექსიკის საზღვართან არსებული მიგრანტების ცენტრიდან 62 პირი გაიქცა

აშშ-მექსიკის საზღვართან განთავსებული მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრიდან კუბის 62 მოქალაქე გაიქცა,– ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტი აქვეყნებს.

გავრცელებული ცნობით, კუბელმა მიგრანტებმა ხანძარი გააჩინეს, ცენტრის თანამშრომლებს დაესხნენ თავს და ტერიტორია დატოვეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მექსიკის ხელისუფლება გაქცეული მიგრანტების ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"