ტრამპმა ყველა სახის მექსიკურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა სახის მექსიკურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა. ტრამპის განცხადებით, მიზანს მექსიკიდან მომავალი არალეგალური იმიგრაციის შეჩერება წარმოადგენს. 

როგორც ტვიტერის გვერდზე ტრამპმა დაწერა, 10 ივნისიდან 5 პროცენტიანი ტარიფი დაწესდება და ნელ-ნელა გაიზრდება მანამ, ვიდრე არალეგალური იმიგრაციის პრობლემა არ მოგვარდება. როგორც თეთრი სახლის განცხადებაში წერია, ტარიფი 1 ოქტომბრისთვის 25 პროცენტს მიაღწევს და ამ ნიშნულზე დარჩება მანამ, ვიდრე მექსიკის საზღვრიდან ამერიკაში არალეგალი მიგრანტები გადასვლას არ შეწყვეტენ.

„წლების განმავლობაში მექსიკა არ გვეპყრობოდა სამართლიანად, თუმცა, ახლა ჩვენს უფლებებს, როგორც სუვერენული ქვეყანა, ვიცავთ“, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

ტრამპის გადაწყვეტილებას მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამ ყველაფერს მძიმე შედეგები მოჰყვება“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"