ბათუმში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ზღვამ 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp