გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბანკო სანქციები მოეხსნებათ და ჯარიმები ჩამოეწერებათ, - ამის შესახებ "ჯორჯიან მანგანეზი" იუწყება. საუბარია მაღაროელებზე, რომლებსაც ჭიათურაში გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო დღეებისთვის დაგვიანებული ხელფასის გამო საბანკო სანქციები და ჯარიმები დაეკისრათ.

„ჯორჯიან მანგანეზმა" შეთანხმებას „თიბისი" ბანკთან უკვე მიაღწია. ამ დროისთვის მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებთან მიმდინარეობს,“- აცხადებენ "ჯორჯიან მანგანეზში".

შეგახსენებთ, რომ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმების საფუძველზე, კომპანიაში დასაქმებულ პირებს გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"