ნინო თანდილაშვილი UNICEF - ის ახალ წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ერთობლივი საქმიანობა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგების გათვალისწინებით იქნება დაგეგმილი. 

ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს წლების განმავლობაში საქართველოში ბავშვებისთვის გაწეული სხვადასხვა ტიპის დახმარებისთვის, წარმატება უსურვა ახალ წარმომადგენელს შემდგომ საქმიანობაში და  ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp