რუსები Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის პოსტიდან დემნა გვასალიას გათავისუფლებას მოითხოვენ

რუსები მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის პოსტიდან დემნა გვასალიას გათავისუფლებას მოითხოვენ. აღნიშნული მომღერალ ოლგა ბუზოვას განცხადებას მოჰყვა. 

როგორც ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა, დემნა გვასალიამ მას სთხოვა, რომ ბუზოვასთვის ეთქვა "ნუ აცვია ყველგან ჩვენი ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებო". 

მოგვიანებით სობჩაკის განცხადებას ბუზოვა გამოეხმაურა.

„ქართველი კაცები ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობისა და ღირსების ასოციაციას იწვევდნენ. ღირსეულია თუ არა კაცის მხრიდან ასეთი საქციელი?!“, - წერს ოლგა ბუზოვა სოციალურ ქსელში. 

მომღერალის აღნიშნულ "პოსტს" ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. რუსები კომენტარებში მოითხოვენ, რომ დემნამ Balenciaga-ს დირექტორის პოსტი დატოვოს.

დემნა გვასალიას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp