სოხუმი და ცხინვალი საერთაშორისო საავტომობილო კავშირის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები საერთაშორისო საავტომობილო კავშირის შესახებ შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. შესაბამისი დადგენილება დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.  

„საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ კანონის საფუძველზე მინისტრთა კაბინეტი ადგენს: მხარი დაეჭიროს აფხაზეთის ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს მიერ საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან, ასევე სახელმწიფო საბაჟო კომიტეტთან შეთანხმებით წარმოდგენილ შეთანხმების პროექტს აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საერთაშორისო საავტომობილო კავშირის შესახებ. აფხაზეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სახელმწიფოს სამმართველოს შეთანხმების ხელმოწერისა და საჭიროების შემთხვევაში მასში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება მიენიჭოს“, – ნათქვამია დღეს მიღებულ დადგენილებაში, რომელიც დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს ოკუპირებული რეგიონის საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ წარუდგინა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა