შსს: ,,თბილისი პრაიდის“ შემოთავაზებული ფორმით შემოთავაზებულ ადგილებზე ჩატარება შეუძლებელია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,თბილისი პრაიდის“ შემოთავაზებული ფორმით შემოთავაზებულ ადგილებზე ჩატარება შეუძლებელია“. 

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი