"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები სახელმწიფოს სტრასბურგში უჩივლებენ

„თბილისი პრადის“ ორგანიზატორების განცხადებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ლგბტქი თემის წარმომადგენელთა კონსტიტუციური უფლების რეალიზება.

როგორც „თბილისი პრადის“ ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს, შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ.

„შსს-ს წარმომადგენლენის განცხადებით, სამართალლადმცავი ორგანოები არ აპირებენ ლგბტქი თემის წარმომადგენელთა საჯარო შეკრების თავისუფლების დაცვას. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ეფექტურად მუშაობდეს სიძულვილისა და აგრესიის აღმოსაფხვრელად და ზრუნავდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ჩვენი გადამალვით და პრობლემის ჩაფარცხვით ცდილობენ ფონს გასვლას. კიდევ ერთხელ მიდიან დათმობაზე რუსული ინტერესების გამტარებელ რადიკალურ დაჯგუფებასთან", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

მათივე ინფორმაციით, შს სამინისტრო მათ სთავაზობდა ალტერნატიულ, დახურულ სივრცეს, სტადიონს და კლუბურ გარემოს, რაც ეწინააღმდეგება "პრაიდის" ორგანიზატორთა პოზიციას. 

როგორც "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები აცხადებენ, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას. 

"ჩვენ არ ვაპირებთ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებას, ან გეგმების შეცვლას. თუ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი ან არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ უზრუნველყოს ჩვენი შეკრების თავისუფლება, მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და შსს მინისტრ გიორგი გახარიას, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ ისაუბრონ იმ მიზეზებსა და გამოწვევებზე, რომლის საფუძველზეც "თბილისი პრაიდს" ეზღუდება კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობა", –აცხადებენ ორგანიზატორები. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ  შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ შემოთავაზებული ფორმით შემოთავაზებულ ადგილებზე ჩატარება შეუძლებელია“. 

ცნობისთვის: 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp