„ჩემთვის გაურკვეველია, როგორ მოხვდა გიორგი სამუშია საქართველოს ფარგლებს გარეთ“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, როგორ მოხვდა გიორგი გიორგი სამუშია  საქართველოს ფარგლებს გარეთ.

„მე როგორც ვიცი სამუშია ბრალდებულია წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. ჩემთვის დღეს გაურკვეველია, როგორ მოხვდა ის ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა ვიცი, რომ  ცხრათვიანი ვადა გაუვიდა, შემდგომ გათავისუფლდა და ამაში ჩვენ გავერკვევით. ის, რაც მოხდა უკრაინაში, არის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც ინტერპოლის მოთხოვნით განახორციელეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა. შემდგომი პროცედურები ასევე იქნება სამართლებრივი. როგორც ვიცი, მას აქვს საექსტრადიციო პატიმრობა მისჯილი და დაველოდოთ უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს გენპროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში გიორგი სამუშიას დაკავების შესახებ. სამუშიას ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp