აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორი მეორე ცდაზეც ვერ აირჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორის კონკურსი ჩაიშალა და მეორე ტური გაიმართება.

კენჭისყრის მიხედვით, ორი ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო, ხოლო ნათია ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ირმა ზოიძემ თითო ხმა მიიღეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობისთვის 8 კანდიდატი იბრძოდა. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს ბორდის წევრებმა უნდობლობა ერთი თვის წინ გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს. დირექტორის ასარჩევად კენჭისყრა მეორეჯერ ჩატარდა, რადგან კანდიდატებმა საკმარისი რაოდენობის ხმა ვერ მიიღეს.

ბორდის მორიგი სხდომა 3 ივნისს გაიმართება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp