ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, "ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტს" მიიღებს თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს.


„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, თუ ბატონმა კირკიტაძემ პოლიციელს მოუხადა ბოდიში. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა ასეთ ბოდიშს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დღეს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის 17 დეკემბერს დააკავეს.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს