პოროშენკო ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს

უკრაინის ექს–პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პარტია „ევროპული სოლიდარობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. მის კანდიდატურას კიევში გამართული პარტიული ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი

როგორც პოროშენკომ განაცხადა, პარტია ივლისისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, „რათა გაიმარჯვოს და ხელისუფლებას დაეპატრონოს“, პარტიის მიზნად კი მან უკრაინის ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანება დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ყრილობას ესწრებოდა უმაღლესი რადის თავმჯდომარე ანდრეი პარუბიიც, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალას –„სახალხო ფრონტს“ წარმოადგენს.

ცნობისთვის: „ევროპული სოლიდარობა“ – ეს „პოროშენკო ბლოკის“ ახალი სახელწოდებაა. პოროშენკომდე პარტიას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ხელმძღვანელობდა.პარტიას უმაღლეს რადაში ამ დრომდე უმსხვილესი ფრაქცია აქვს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp