სალომე ზურაბიშვილმა “წმინდა ნინოს გზის” გავლა დაიწყო (VIDEO)

პირველ ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "წმინდა ნინოს გზას" გაივლის. რიტუალი უკვე დაიწყო. პრეზიდენტი ფარავნის ტბაზეა და სხვა მომლოცველებთან ერთად "წმინდა ნინოს გზას" დაადგა.

პირად "ფეისბუქგვერდზე" მან რამდენიმე პირდაპირი ეთერი ჩართო, სადაც ჩანს, რომ შეკრებილები კოცონს ანთებენ, მღერიან, ცეკვავენ და ლექსებს ყვებიან.



პრეზიდენტმა 29 მაისს განაცხადა, რომ ევროპაში პილიგრიმობით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ტურიზმის ამ კუთხით განვითარება "ევროპას შემოიყვანს ჩვენში".

"ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

წმინდა ნინო საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლად ითვლება. ისტორიული წყაროების მიხედვით ის სომხეთიდან შემოვიდა ჯავახეთში და ფარავნის ტბაზე შეჩერდა. სწორედ აქედან იწყებენ პილიგრიმები მსვლელობას. ისინი გზას მცხეთამდე გაივლიან, სადაც წმინდა ნინო დასახლდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp