თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

3 ივნისს თბილისის რიგ ქუჩებს ელექტრომომარაგება შეუწყდება. „თელასში“ მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ და აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდიან. 

სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლოჭინის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, ფაღავას, სანაძის, ერმაკოვის, სტურუას, ჭირნახულის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ისაკაძის, გელოვანის, ონიაშვილის, ლუქსემბურგის, არდაზიანის, კანდელაკის, ბაქრაძის, ოდესის და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულუკიძის, პეტეფის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ლუბლიანას, ჭიაურელის, ბოხუას, ტერევენკოს და გოგიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ჭონქაძის, ლერმონტოვის და იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp