თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა

თბილისში, გაგარინის მოედანზე, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩის კვეთაზე ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა.


დაზიანებულია ორი ავტომანქანა, წყლის ნაკადი წყლის ნაკადი სარდაფმა სარდაფები დატბორა.


ადგილზე “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი” აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ხდება წყლის ამოტუმბვა, გადაიკეტა წყალი.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

როგორც GWP-ში აცხადებენ, მოსახლეობას წყლის მიწოდება 18:00 საათზე აღუდგება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, ზარალის შესახებ კომპანიას განცხადებით მიმართონ, რის შემდეგაც ისინი მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp