რიგ მარშრუტებზე „ყვითელი მარშუტკები“ შეფერხებით მოძრაობენ

თბილისში „ყვითელი მარშუტკების“ მოძრაობის შეფერხება გზის გადაკეტვამ გამოიწვია. როგორც გაირკვა, კაიროს ქუჩის მოსახლეობამ "ყვითელი მარშრუტკების" ფარეხთან მისასვლელი გზა გადაკეტა.

ისინი ქუჩაზე ასფალტის საფარის რეაბილიტაციას ითხოვენ. ამის გამო ვარკეთილის "მარშრუტკები" ხაზებზე ვერ გავიდნენ.

"არც წყალი, არც გზა. მოსაწესრიგებელია ორივე. წელიწადნახევარია ველოდებით და არაფერი კეთდება",– აცხადებენ ადგილობრივები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში "ყვითელი მარშუტკების" მძღოლები გაიფიცნენ.

განცხადება გაკეთდა კომპანიაში "თბილისის მიკროავტობუსი":

„3 ივნისს, დილის 06:00 საათზე კაიროს ქუჩაზე მდებარე თბილისის მიკროავტობუსების ავტოფარეხიდან სატრანსპორტო საშუალების სამუშაო ხაზებზე გასვლას შეექმნა პრობლემა. ადგილობრივმა მოსახლეობა გასასვლელი ჩაკეტა კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც არ უკავშირდება კომპანიის მუშაობას. ამ დროისთვის ავტოფარეხიდან მიკროავტობუსების გასასვლელი გათავისუფლებულია და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"