ბათუმის სანაპიროზე ზღვამ ცხედარი გამორიყა

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი მაშველებმა კოლიზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიყვანეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ირანელი იყო და მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp