როუჰანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანი აშშ–სთან მოლაპარაკებების წარმოებას  არ გამორიცხავს.

„თუ აშშ გამოავლენს პატივისცემას ირანისადმი და დაიცავს საერთაშორისო ნორმებს, მოლაპარაკებები შესაძლებელია. ვაშინგტონი, რომელმაც დაარღვია შეთანხმება, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.“, – განაცხადა როუჰანიმ

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები თეირანთან „ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“. 

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ წელს „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების შესახებ განაცხადა და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. გარდა ამისა, 15  მაისს აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp