შს მინისტრის მოადგილე – მოზარდების მკვლელობაზე: "ვიმსჯელებთ შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე"

მას შემდეგ რაც გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილს, ჩატარდება აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გამოეხმაურა.

მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

„მას შემდეგ, რაც გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და მის აღწერილობით ნაწილს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩატარდება დღევანდელი გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე. კონკრეტული სახელების და გვარების თქმისგან თავს შევიკავებ, სანამ არ გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრუწლოვანი - გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp