ტრამპმა დიდი ბრიტანეთში ვიზიტი ლონდონის მერის კრიტიკით დაიწყო

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტი ლონდონის მერის კრიტიკით დაიწყო. 

სადიქ ხანმა, რომელიც ყველა გათვლებით, ლონდონის ძალიან ცუდი მერია, დიდი ბრიტანეთის, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის მიმართ სულელური განცხადება გააკეთა. იგი წარუმატებლობის მაგალითია, რომელიც ლონდონში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე უნდა ფოკუსირდებოდეს და არა – ჩემზე“, – წერს ტრაპმი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლონდონის მერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აშშ–სა და დიდი ბრიტანეTს კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ, თუმცა ტრამპს ბრიტანელები წითელი ხალიჩით არ უნდა დახვდნენ. გარდა ამისა, საიდ ხანმა დონალდ ტრამპი მეოცე საუკუნის ფაშისტებს შეადარა.

ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს სამდღიანი  სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. დაგეგმილია მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან. ტრამპი ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრებსაც შეხვდება. როგორც ბრიტანული პრესა წერს, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრება პრინცი ჰარის მეუღლე. წარსულში მეგან მარკლი დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"