კრემლი ტრამს პასუხობს: „სირიაში ჩვენი დარტყმები გამართლებულია“

კრემლი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ სირიაში რუსეთის ქმედებები გამართლებულია.

„ბოევიკები იყენებენ იდლიბის პროვინციას როგორც ბაზას, რათა განახორციელონ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და რიგი სამხედრო ობიექტების დაბომბვა. აქედან გამომდინარე, რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების მიერ იდლიბში განხორცილებული დარტყმები გამართლებულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტირი პესკოვმა. 

დღეს ტრამპმა რუსეთსა და სირიის სამთავრობო ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ სირიის იდლიბის პროვინციის დაბომბვა.

როგორც ტრამპმა განაცხადა, რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალები იდლიბში განურჩევლად ხოცავენ ყველას, მათ შორის უდანაშაულო მოქალაქეებს.

„მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამ ჯალათობას. რა მიზანი გაქვთ? რას გაძლევთ ეს ყველაფერი? შეჩერდით!“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანი სირიასა და თურქეთს ინიციატივით მიმართავს