„სასამართლომ დაადასტურა, რომ სარალიძის მკვლელობის სხვა მონაწილენი არ დასჯილან“

დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

როგორც ომბუდსმენი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერს, "სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი".

ცნობისთვის: 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავედ სცნო, სხვა, დაუდგენელ პირთან ერთად. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა