3 ივნისიდან მძღოლებისთვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდა

დღეიდან მძღოლებისთვის ახალი საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამარშრუტო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში ე.წ BUS LANE-ზე სხვა ტრანსპორტის მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც, თუ ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე იმოძრავებს, ან გააჩერებს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ამ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია 50 ლარით არის განსაზღვრული. 

სამართალდარღვევის ჩადენისას გაჩერებული ან მდგომი სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე დაუყოვნებლივ გადაყვანას ექვემდებარება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი