თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. მიზეზად „თელასში“ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ და აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდიან.  

სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, დავითაშვილის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ცოტნე დადიანის, რევაზ ურიდიას, ეროსი მანჯგალაძის, ლევან რჩეულიშვილის, ავშნის, ვახტანგ მახალდიანის და რკინიგზის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის, გუდამაყრის, ღრმაღელეს, ოქტომბრის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, ავთანდილ ღოღობერიძის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ძოწენიძის, იყალთოს და საირმის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, აკოფიანის, ალექსანდრე ჩიკვაიძის და ავლევის ქუჩების მცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, დოდო აბაშიძის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ნიაბის, სომხეთის, ერისთავის, კვესეთის, საინგილოს, გალავნის და სამხედროს ქუჩების მცხოვრებლებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp