ავსტრალიაში თოვლი მოვიდა

ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში - კუინსლენდის შტატში თოვლი მოვიდა. 

ავსტრალიის მეტეოროლოგიურ ბიუროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პერიოდში თოვლი იშვიათი მოვლენაა. შტატში უკანასკნელად 2015 წელს თოვდა. კუინსლენდს ადგილობრივები ჩვეულებრივ „მზის შტატად“ მოიხსენიებენ.

სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი წვიმა და ქარი გავრცელდება სანაპიროს ათასკილომეტრიანი ზოლის გასწვრივ, რაც სიდნეისაც მოიცავს. უამინდობის გამო მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp