"რუსთავი 2" – ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მ.კ. დააკავეს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მ. კ. დააკავეს, –იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2". 

შეგახსენებთ, რომ მ. კ. საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, იგი არასანდო მოწმედ მიიჩნია. 

სააპელაციო სასამართლომ გუშინ საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ვერც მეორე ინსტანციამ დაადგინა, დავით სარალიძის მკვლელი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"