“ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ რამადან ბაირამის დღესასწაულს“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

“მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია მგონი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მოსალოცად. მიმაჩნია, ჩემი მოვალეობაა, რომ აქ მოვიდე და ჩვენ მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჯუმა მეჩეთში.

ცნობისთვის: რამადან ბაირამს ერთ თვიანი მარხვის შემდეგ აღინიშნავენ. 4 მაისიდან დღემდე მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, წყლისა და საკვების მიღება ეკრძალებოდათ. მუსლიმთათვის ეს არის მიტევებისა და ქველმოქმედების დღე. ბაირამზე მორწმუნეები ტრადიციულად ჰალვას ამზადებენ და მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად საფლავებზე გადიან.  რამადან ბაირამი სამი დღის განმავლობაში გრძელდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რამდენი და რა კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა ზურაბიშვილმა ცხრა თვის განმავლობაში