რამდენი დახარჯა მთავრობამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მაცხოვრებელთა სამედიცინო დახმარებაზე

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა სამედიცინო მომსახურეობაზე „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში 7 მილიონამდე ლარი დახარჯა,– ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტისადმი პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის მოხსენებაში.

"გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურება „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ფარგლებში, ასევე აფხაზეთის რეგიონისთვის სხვადასხვა მედიკამენტების რეგულარულად მიწოდება. 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 7 მილიონი ლარი",– ნათქვამია მოხსენებაში. 

ამავე ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები:

"2018 წელს აფხაზეთის რეგიონს ასევე გადაეცა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესაწამლი ტექნიკა, ფერომონები, სპეციალური აღჭურვილობა და საჭირო პესტიციდები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 600,000 ლარზე მეტი. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად გადაეცემა ვეტერინარული ვაქცინები".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp