პრეზიდენტი ჟენევაში გაემგზავრება

10-12 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში მიემგზავრება, სადაც შრომის მსოფლიო ორგანიზაციის 108-ე სესია გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

წელს შრომის მსოფლიო ორგანიზაცია 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ პანელში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, თურქეთის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მეთაურები. პარალელურად, იგეგმება გაერო-ს იმ სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრები, რომლებიც ჟენევაშია განლაგებული.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp