კრემლის მტკიცებით, რუსი სამხედროები ვენესუელაში რჩებიან

კრემლი აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ  ვენესუელასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ვენესუელაში რჩებიან.

„რუსულ მხარეს ეს საკითხი ტრამპთან არ განუხილავს. რუსი სამხედრო მოსამსახურეები რჩებიან ვენესუელაში, რათა შეასრულონ მოსკოვსა და კარაკასს შორის გაფორმებული სამხედრო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები. ყველაფერი გეგმის მიხედვით გრძელდება“, – განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: გუშინ ტრამპმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე დაწერა, რომ რუსეთმა ვენესუელიდან სამხედროების უმრავლესობა გაიყვანა.

„რუსეთმა გვაცნობა, რომ ვენესუელიდან თავისი ხალხის უმეტესობა გაიყვანა“, – წერდა ტრამპი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 19 სექტემბერს