ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე დახასიათებები, მათ შორის ეკლესიიდან ცნობა წარადგინა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებები წარადგინა. მათ შორის არის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისინებს. 

ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000– ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს ჩაინიშნა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp