პრეზიდენტის პრეს–სპიკერი: „აზერბაიჯანში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პრემიერთან შეთანხმებული იყო“

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ყველა აქტივობა და მოლაპარაკება შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან. 

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრების დადგენის შესახებ გაკეთებული განცხადება შეთანხმებული, ხაია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებული იყო.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადებაც იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp